პირველი მსოფლიო ომის დასარულების ასი წლისთავთან დაკავშირებით სპეციალური ღონისძიება გაიმართა თბილისში. მუსიკისა და დრამის თეატრში წარმოდგენილი იყოს სპექტაკლი "შეწირულები".
ფრანგულენოვანი სპექტაკლი ამ ომში მთელი ერის მიერ გაღებულ მსხვერპლს ეძღვნება. თეატრალური პიესის შემდეგ გაიმართა გამოფენაც. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო პირველი მსოფლიო ომის აქამდე უცნობი ფოტოები.
ღონისძიების ორგანიზატორები საფრანგეთის საელჩო, კავკასიის ფრანგული სკოლა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი არიან.