17 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
დახურული სვეტიცხოველი, გადაკეტილი გზები და ფრანგული მუსიკალური ჯგუფი Kaoma​ - ახალი დეტალები ბერა ივანიშვილის ქორწილიდან 

დახურული სვეტიცხოველი, გადაკეტილი გზები და გაძლიერებული დაცვა ტაძრის ეზოსთან - ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ქორწილის დამატებით რამდენიმე დეტალი ხდება ცნობილი.

„კურიერის“ ინფორმაციით, ბიოლი ჰოლში გუშინდელ წვეულებას 120 სტუმარი დაესწრო. მათ განწყობაზე კი სპეციალურად საფრანგეთიდან ჩამოყვანილი მუსიკალური ჯგუფი კაომა, ასევე სუპერ მენ ლოვერსი ზრუნავდნენ.

კოჯორთან ახლოს მდებარე ფეშენებელური კომპლექსი ქორწილის გამო კიდევ ორი დღე იქნება დახურული. ტერიტორიაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

ჩვენმა აეროგადაღების კამერამ მხოლოდ ქორწილის მზადების კადრების გადაღება შეძლო, მოგვიანებით სიგნალი საგანგებოდ ჩაახშეს.

ბერა ივანიშვილსა და ნანუკა გუდავაძე ჯვარი მცხეთაში, სვეტიცხოვლის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა სერაფიმე ჭედიამ დაწერა. ცერემონიისთვის ტაძარი რიგითი მოქალაქეებისთვის დროებით დაიხურა.

სოციალურ ქსელში ჯვრისწერისა და წვეულების მზადების ამსახველი რამდნიმე ფოტო გავრცელდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები