17 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
დაპირისპირება ბარნოვის ქუჩაზე - ბერი ნიკოლოზის მრევლი და ადგილობრივი მცხოვრებლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე - ბერი ნიკოლოზის საცხოვრებელ სახლთან ერთმანეთს კორპუსის მცხოვრებლები და ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაუპირისპირდნენ.

ადგილზე შეკრებილების მტკიცებით, ადგილობრივები ორ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი კი საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებებით გადაიყვანეს.

„გოგონას ხელი ჰკრა, ურტყამდა მეზობელი მესამე სართულიდან. მერე გამოვარდნენ მისი მეგობრები, ძველი ბიჭები და მოხდა თავდასხმა დუბინკებით, დანებით, დაერივნენ მრევლს. ბავშვი დაშავებულია გადაყვანილია საავადმყოფოში“-ამბობს ადგილობრივი.

დაშავებულის დედა ამბობს, რომ მის შვილს თავს დაახლოებით ათი ადამიანი დაესხა. ბარნოვის 80 ნომერში მცხოვრები პირები, ბერის საცხოვრებელი სახლიდან გადასვლას ითხოვენ.

„თავიანთი რელი0გიური მიზნები აწუხებთ, ამით შევიწროებულია რიან მთელი კორპუსის მოსახლეობა,. ეს სახლი სადაც ე.წ. ღმერთი ცხოვრობს არის სუს-ის თანამშრომლის, ეს არის გიორგი უკლება სთხოვეს ამ ადამიანს თუ შემოასახლე მიხედე მაშინ ამ ადამიანსო,“-ამბობს ადგილობრივი დავით დადიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები