აქცია იური მეჩითოვის წინააღმდეგ - მოძრაობა „არა ოკუპაციას“ წევრებმა კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის პრორუსული განცხადებები გააპროტესტეს.
ახალგაზრდებმა ფოტოგრაფის საცხოვრებელი სახლის კარებზე ანტირუსული და ანტისაოკუპაციო შინაარსის პლაკატები გააკრეს.
სამოქალაქო აქტივისტებმა კარებთან სიმბოლურად ნიჩბებიც დატოვეს იმის შესახსენებლად, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ 9 აპრილს დაცემული გმირები.
შეგახსენებთ, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ამტკიცებს, რომ 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამოსული მშვიდობიანი მოქალაქეები ოკუპანტებს ნიჩბებით არ მოუკლავთ.
მისი მტკიცებით, ადამიანები იმ ტრაგიკულ ღამეს უბრალოდ ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალნენ.