17 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
მოვითხოვთ არა მარტო გოგაშვილი, არამედ მთლიანად უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები იქნან პასუხისგებაში მიცემული - მაჩალიკაშვილი

„უბრალოდ ცდილობენ იმ დღიდან ამ დღემდე გააფუჭონ, რაღაც შექმნან და ხალხს რაღაც ზღაპრები დააჯერონ, რომ თემირლანი ან მე ვიყავით კავშირში ტერორიზმთან,“ - ეს განცხადება, პანკისის ხეობაში მოკლული ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ საპროტესტო მსვლელობის დროს „კურიერთან“ გააკეთა.

საპროტესტო მსვლელობა "ქართული ოცნების" ოფისისკენ ამ წუთებში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დასჯას ითხოვენ..

„ჩვენ ვიცით, რომ ვითომ გოგაშვილი იყო გათავისუფლებული სამსახურიდან, მერე დანიშნეს შტაბის უფროსად, ჩვენ მოვითხოვთ არა მარტო სოსო გოგაშვილის, ჩვენ მოვითხოვთ მთლიანად ეს უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები იქნან პასუხისგებაში მიცემული და იქნას დასჯილი იმ სპეცრაზმელებთან ერთად, ვინც ეს სისხლიანი ტერაქტული აქტი ჩაიდინეს ჩემთან ხეობაში ოჯახში,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილის თქმით, ერთი წელი გადის, რაც მისი შვილი მოკლეს, თუმცა ამ დრომდე საქმე გამოძიებული არ არის და ცდილობენ, რომ თემირლანის და მის სახელის დისკრედიტაცია მოახდინონ.

„იმ დღიდან დღემდე ცდილობენ რამენაირად გააფუჭონ, რამენაირად შეკრან საუბრები, სადაც მე ვიძლევი ინტერვიუს ან ვაკეთებ განცხადებებს, ამასთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება არ მომხდარა, უბრალოდ ცდილობენ იმ დღიდან ამ დღემდე გააფუჭონ, რაღაც შექმნან და ხალხს რაღაც ზღაპრები დააჯერონ, რომ თემირლანი ან მე ვიყავით კავშირში ტერორიზმთან,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები