17 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
„იოსებ გოგაშვილი არის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელი და უნდა იყოს დასჯილი" - ზაზა სარალიძე

„იოსებ გოგაშვილი არის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელი და უნდა იყოს დასჯილი, არ შეიძლება ეს ადამიანი საქართველოში დადიოდეს, ეს უნდა იყოს ციხეში უვადოდ,“- ეს განცხადება, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. ზაზა სარალიძე აქციის მონაწილეებთან ერთად „ქართული ოცნების“ ოფისთან მიემართება.

სარალიძის თქმით, მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელობებში დამნაშავეები დასჯილები არ არიან და მათ ხელისუფლება აფარებს ხელს.

„არაფერი არ არის გაკეთებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ,მართალია ერთი მკვლელი დაკავებულია, იხდის სასჯელს, მაგრამ კიდევ ორი მკვლელი გარეთ დადის. ეს ხელისუფლება არაფრის გაკეთებას არ აპირებს, პირიქით, მკვლელებს მფარველობს. მოვა გონს ეს ხელისუფლება, კარგი იქნება მათთვის, თუ მისცემენ პასუხისგებაში, თუ არადა სხვა ხელისუფლების ხელში მოუწევს ამ გამოძიებას ხელახალი დაწყება,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები