ჭიათურის რაიონის სოფელ რგანის მოსახლოებამ აქცია მოაწყო და ჭუათურა-რგანის დამაკვშირებელი გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები მანგანუმის მოსაპოვებლად ჩატარებულ გათხრებს აპროტესტებენ, რომლის შედეგადაც იქ მდებარე სასაფლაოს ჩამოშლა ემუქრება.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ ადგილობრივ ხელმძღვანელობას არაერტხელ მიმართეს, თუმცა მათ თხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია.
"მანგანუმლოჯისტიკის" დირექტორის ნოდარ მიქაბერიძე ამტკიცებს, რომ აღნიშნული სამუშაოები მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. მისი თქმით, კომპანიები მოპოვებით სამუშაქოებს კანონიერად აწარმოებენ.