ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია. დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ამ დროისთვის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძრის შედეგად დამწვარია 10 ჰექტარი ფართობი. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულია 200 მეხანძრე მაშველი და 60 მეტყევე.
ხანძარი ზეკარის ხეობაში 3 დღის წინ გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.