17 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
"30 ბილეთით მეტი გაიყიდა" - Wizz Air-ის მგზავრები მილანიდან საქართველოში გამოფრენას ვერ ახერხებენ

საქართველოს 30-მდე მოქალაქე მილანიდან სამშობლოში გამოფრენას უკვე რამდენიმე საათია, უშედეგოდ ცდილობს.

მათი ინფორმაციით, კომპანია Wizz Air-მა დამატებით 30 ბილეთი გაყიდა. მგზავრების თქმით, ისინი რეგისტრაციის გასავლელად დროულად მივიდნენ, თუმცა კომპანიამ პროცედურების დრო სპეციალურად გააჭიანურა, დაგვიანების გამო კი მგზავრები ბორტზე აღარ აუშვეს.

„მიზეზი არ ვიცით, არავინ არაფერი არ გვითხრა. პირველი ვერსია არის, რომ რაღაც ახალი რეგულაცია მიუღიათ ბარგთან დაკავშირებით, რამაც გაწელა პროცესი ბარგის ჩაბარების. მეორე ვერსია იყო, რომ უფრო მეტი ბილეთი გაიყიდა, ვიდრე იყო ადგილი და ვინც ვერ ჩაეტია თვითმფრინავში, ის არ შეუშვეს,“ - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

Wizz Air-ის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მგზავრთა შეფერხების მიზეზი მათთვის უცნობია და მიზეზების დადგენა ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები