02 ივლისი 2024,   10:59
ვრცლად
სპეცოპერაცია ღაზის სექტორში - ახლო-აღმოსავლეთში ვითარება გამწვავდა

ისრაელის უშიშროების სამსახურის მიერ ღაზის სექტორში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ახლოაღმოსავლეთში ვითარება გამწვავდა. პალესტინელმა მებრძოლებმა ებრაული დასახლებების მიმართულებით 300 რაკეტა გაუშვეს.

ჭურვები ქალაქ აშკელონში ორ სახლს დაეცა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 34 ადამიანი. ჰამასის მებრძოლებმა ჭურვი ესროლეს და ააფეთქეს ისრაელის არმიის კუთვნილი ავტობუსიც. თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრა ერთი სამხედრო. პალესტინელთა ინტენსიურ იერიშებს ისრაელის ავიაციამ დაბომბვებით უპასუხა. მოიერიშეების სამიზნე ჰამასის და ისლამური ჯიჰადის ობიექტები გახდა, დაბომბეს ჰამასის ტელევიზიის შენობაც.

ბოლო მონაცემით ისრაელის ავიაციის ოპერაციას სამი პალესტინელი ემსხვერპლა. იერიშების გამო ისრაელის პრემიერმა პარიზში ვიზიტი შეწყვიტა და დაბრუნებისთანავე უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

დღის ამბები