სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატებმა დამოუკიდებელი გამოძიება დაასრულეს.
ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურამ კობაურისთვის ახალი ბრალის წარსადგენად ხელოვნური მოტივი გამოკვეთა.
ბრალდების ახალი ვერსიის მიხედვით, კობაურმა ჯერ გაიტყუა კაცი და ბავშვი, ისინი მოკლა, შემდეგ კი ჩანჩქერთან დარჩენილ ქალთან დაბრუნდა, გააუპატიურა და მოკლა. ამ ვერსიას არ ეთანხმებიან ადვოკატები.
"მოტივი აბსოლუტურად რადიკალურად შეიცვალა. დანაშაულის მოტივი არის ქალთან სექსუალური კავშირი როგორც ისინი აღნიშნავენ. ანუ კობაურმა გაიტყუა ბავშვი და კაცი დაახლოებით ხუთას მეტრში, ხოლო ქალი დატოვა ადგილზე. მოახდინა კაცის და ბავშვის დახოცვამ შემდეგ მობრუნდა ქალთან, სექსუალური კავშირი დაამყარა. არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის საქმეში,"-განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
შემდეგი სასამართლო სხდომა 19 ნოემბერს გაიმართება, ადვოკატები პროცესის წარმართვას ნაფიცი -მსაჯულების მონაწილეობით მოითხოვენ.