02 ივლისი 2024,   11:02
ვრცლად
ლონდონსა და ბრიუსელს ბრექსტთან დაკავშირებული მოლაპარაკება ჩიხში შევიდა

ლონდონსა და ბრიუსელს შორის ბრექსიტის შესახებ მოლაპარაკება ჩიხში შევიდა - ამის შესახებ განცხადება,  ტერეზა მეიმ გააკეთა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, შეთანხმება ორივე მხარეს სურს, თუმცა მოლაპარაკება წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა.

დამაბრკოლებელ ფაქტორად ისევ ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვრის საკითხი რჩება, რასაც ლონდონი გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევად აფასებს.

"გარიგება ნებისმიერ ფასად არ შედგება" - განაცხადა ტერეზა მეიმ და აღნიშნა, რომ ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით, ქვეყანამ სწორი და არა მარტივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

მისი თქმით, ბრექსიტის მიუხედავად ლონდონი ევროკავშირთან მჭიდრო და კეთილმეზობლურ ურთიერთობას შეინარჩუნებს.

დღის ამბები