17 ნოემბერი 2024,   07:57
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - ბრალდებულ დ.ღ.-ს ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 

საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე მიცემული ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული არასრულწლოვანის პროცესი გრძელდება.

დღეს დაიკითხებიან მოწმეები, რომელთა ვინაობასაც პროკურატურა არ ასაჯაროებს. პროკურორის თქმით, გამოცხადებულები არიან არასრულწლოვანი და სრულწლოვანი მოწმეები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან.

ბრალდებული დ.ღ-ს დაცვის მხარე დღეს ისევ დააყენებს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით.

ადვოკატის თქმით, სასამართლო დღემდე აგრძელებს იმ უკანონობას, რასაც არასრულწლოვანის პატიმრობაში ყოფნას გულისხმობს.

„ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. სასამართლო დღემდე აგრძელებს იმას, რომ არასრულწლოვანი იმყოფება პატიმრობაში, რითაც დარღვეული ყველა კანონის მოთხოვნა“-აცხადებს ადვოკატი

დღის ამბები