17 ნოემბერი 2024,   07:55
ვრცლად
"მათ ნაცვლად ამ ქვორუმს არ შევავსებთ" - ოპოზიცია პარლამენტში პლენარული სხდომის ჩაშლაზე პასუხისმგებლობას "ოცნების" დეპუტატებს აკისრებს

საპარლამენტო უმცირესობა მმართველ გუნდს სხდომის ჩაშლაში ადანაშაულებს. დღევანდელ სესიაზე პარლამენტს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე დილიდან უნდა ემსჯელათ, თუმცა ქვორუმის არარსებობის გამო, სხდომა 16:00 საათისთვის გადაიდო.

ოპოზიცია ამბობს, რომ საპარლამენტო ოპოზიციის სიმცირე დარბაზში ნამდვილად იყო პოლიტიკური ნაბიჯი, რადგან პასუხისმგებლობა ქვორუმისთვის საკმარისი 76 ხმის მობილიზება შეძლოს, სწორედ მმართველ გუნდს აქვს.

„ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სხდომაზე ადგილი ჰქონდა სხვა დეპუტატების მხრიდან პულტების გამოყენებას.

„ყოველთვის ასეთი  უპასუხისმგებლო ქმედებით გამოირჩეოდა უმრავლესობა. ხდებოდა  პულტებით მანიპულირება, მაგრამ დღეს ჩვენ პრინციპული პოზიცია დავიჭირეთ და ფაქტობრივად ისინი ვამხილეთ თავისი ამომრჩევლისადმი უპატივცემულობაში. ვინაიდან ეს არის ყველაზე  მნიშვნელოვანი სხდომა დღეს. აქ დღეს უნდა დამტკიცებულიყო ქვეყნის მთავარი დოკუმენტი, ბიუჯეტი და როდესაც დეპუტატები  ბედავენ არ დაესწრონ სხდომას, თანაც ისეთი  წარმომადგენლები, რომლებიც ამ წინასაარჩევნო პერიოდში უნდა უფრთხილდებოდნენ პარტიის და საკუთარ რეპუტაციას. ვინაიდან ყოველი დღე რაღაც სკანდალებით მთავრდება ხოლმე „ქართული ოცნებისთვის“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ „ევროპულ საქართველოშიც“. ოთარ კახიძე ამბობს, რომ ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის ნაცვლად ქვორუმს არ შეავსებს.

„120 დეპუტატიდან ვერ ახერხებენ, რომ ქვეყნის  მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვაზე, რომელზეც ისინი არიან  პასუხისმგებლები, რომელიც მათი მთავრობის მომზადებულია, არ ჩამოდიან  პარლამენტში. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ აქ ვართ ოპონირებისთვის მაგრამ მათ პასუხისმგებლობას ჩვენ არ გავიზიარებთ და მათ ნაცვლად ამ ქვორუმს არ შევავსებთ. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაინახოს როგორია ხელისუფლების პასუხისმგებელი პირების დამოკიდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები