ხმაური თბილისის საკრებულოში - დეპუტატები ერთმანეთს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაუპირისპირდნენ.
ოცნების წევრმა, რიმა ბერაძემ, ოპოზიციას მიუთითა, რომ ისინი აღარავის სჭირდება და არჩევნების მოგებას ვერ შეძლებენ.
„აანონსებთ რევოლუციას, აანონსებთ დესტაბილიზაციას. თქვენი ექსპრეზიდენტი, გიჟი რომ გყავთ უკრაინაში, ნახეთ მისი გზავნილები, ნახავთ, ვინ წააგებს არჩევნებს. იცით, რა არის საქართველოს მოსახლეობის დაკვეთა? არ უნდიხართ, ვერ გიტანენ, ხალხი მეხვეწება, გააქტიურდით ქალბატონო რიმაო. საზოგადოების დაკვეთა არის ზუსტად "არა ნაციონალურ მოძრაობას!". ამას გეტყვით მეორე ტურის შემთხვევაში,“ - განაცხადა რიმა ბერაძე
ნაციონალურმა მოძრაობამ კი მმართველ გუნდს არჩევნების პირველი ტური და ის მიზეზები შეახსენა, რის გამოც ქართულმა ოცნებამ არასასურველი შედეგი მიიღო.
ირაკლი ნადირაძემ უმრავლესობას მიმართა, ხელის აწევით დაეფიქსირებინათ პოზიცია საკითხზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი. ხელი ყველამ არ ასწია.
„მესმის თქვენი გაღიზიანება ამ წაგებული არჩევნების შემდეგ და თქვენ დიახ, წააგეთ ყველა დიდი ქალაქი და მათ შორის, დედაქალაქი. თუმცა, მე არჩევნებზე არ ვლაპარაკობ. მოგიწოდებთ ქართული ოცნების დეპუტატებს, გთხოვთ, ავწიოთ ყველამ ხელი, ვინც თვლით, რომ რუსეთი ოკუპანტია და ომი დაიწყო რუსეთმა და არა საქართველომ,“ -განაცხადა ირაკლი ნადირაშვილმა და ურჩია მმართველ გუნდს, რომ ოცნების რჩეულ სალომე ზურაბიშვილს და გააგებინონ, რომ რუსეთმა დაიწყო ომი და არა საქართველომ.
ირაკლი ნადირაძის განცხადებას ოცნების დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. მათმა ნაწილმა ნადირაძის მოწოდება შეურაცხყოფად მიიღო და აღნიშნა, რომ არ აპირებს, მისი მითითებები შეასრულოს, რასაც ლევან ხაბეიშვილის პასუხი მოჰყვა.
„ეს არის უზრდელი, მუდმივად ძველბიჭობა შეიძლება? ლაწირაკი ეძახე შენს ძმაკაცს, გამოდი გარეთ,“ - მიმართა ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთ დეპუტატს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი