17 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
კონსპირაციული შტაბი სალომე ზურაბიშვილისთვის - საიდუმლო ოფისში მყოფი პირები "რუსთავი2"-ის გამოჩენამ პანიკაში ჩააგდო

კონსპირაციული შტაბი სალომე ზურაბიშვილისთვის - ის, რაც თბილისში, რუსთაველის 34 ნომერში ხდებოდა, არ უნდა გაეგო არავის, მაგრამ საიდუმლო ოფისში რუსთავი2-ის კამერა მივიდა. კონსპირაციულ ოფისში კურიერის გამოჩენამ ნანა კაკაბაძე პანიკაში ჩააგდო. ის ფიზიკურად შეეცადა ოთახიდან ჟურნალისტის გამოგდებას, პარალელურად კი მისი თანამოაზრეები ოპერატორს გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ.

ოფისში ნანა კაკაბაძე, თანამოაზრეებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებას ახდენს. ის ქართული ოცნების რჩეული კანდიდატისთვის აგროვებს იმ ამომრჩეველს, რომლებიც რეგიონებში არიან რეგისტრირებულები და მათ ჰპირდება, რომ არჩევნების მეორე ტურზე რეგისტრაციის ადგილზე უფასოდ ჩაიყვანს. ტრანსპორტის ხარჯს კი ეს მოძრაობა დაფარავს.

კურიერის ინფორმაციით, ოფისს რუსთაველის გამზირზე და აქტივობებს ოპოზციის წინააღმდეგ ქართული ოცნება შავი სალაროდან აფინანსებს.

რუსთაველის34-ში მდებარე ოფისის სალომე ზურაბიშვილის არაფორმალურ შტაბია. ამ მისამართზე სთავაზობდა შეხვედრას ზურაბიშვილის მხარდამჭერებს მომღერალ ნინი ქარსელაძის დედა, ყოფილი მომღერალი ხათუნა ჟორდანია, ვერის პარკის აქციის წინ.

კონსპირაციული ოფისის მუშაობას სალომე ზურაბიშვილი ემიჯნება და ამბობს, რომ ამ ადამიანებს არ იცნობს.

ზურაბიშვილი კონსპირაციული შტაბის დაორგანიზებული ამომრჩევლის მობილიზება ბევრ კითხვას უჩენს სამოქალაქო სექტორს. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები იმის დადგენას ითხოვენ, საიდან ფინანსდება მოძრაობა და აიძულებენ თუ არა მოქალაქეებს ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევნებში მონაწილეობას. 
 

დღის ამბები