მძიმე სოციალური ფონი, რომელიც ლარის გაუფასურებამ კიდევ უფრო დაამძიმა - თბილისში მცხოვრები მოქალაქეები ერთი ნაწილი ქართული ოცნების 6-წლიან მმართველობას აფასებს.
მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ხელისუფლების დანაპირები, რომ პენსია გაიზრდება 20 ლარით, რეალურად არაფერი შეიცვლება, რადგან ფასები რეკორდულად არის გაზრდილი.
„20 ლარის მომატება არაფერს არ ნიშნავს, ლარი გაუფასურდა და ფასები გაიზარდა,“ -ამბობენ თბილისში.
პენსიონერები ამბობენ, რომ ლარის გაუფასურება განსაკუთრებით მათ დააწვათ, რადგან იმ თანხით, რასაც იღებენ, ვეღარაფრის ყიდვას ვეღარ ახერხებენ.
„მშიერი დავდივართ პენსიონერები,“ - ამბობენ თბილისში.
დედაქალაქში ფიქრობენ, რომ არ შეიძლება, მართვის სადავეები მხოლოდ ერთ პარტიის ხელში იყოს. აუცილებელია, რომ ძალთა გადანაწილება სხვადასხვა პარტიებში მოხდეს.
„პრეზიდენტის ინსტიტუციის ოპოზიციისთვის გადაცემა დღეს ქვეყნისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თუ პრეზიდენტის ინსტიტუტი იქნება ოპოზიციის ხელში, მაშინ მთავრობა უფრო ეფექტურად იმუშავებს ქვეყნის პრობლემების მოგვარებისთვის,“ -აცხადებენ თბილისში.
თბილისში მცხოვრები მოქალაქეები ნაწილი აცხადებს, რომ თავიდან თვემდე თავი ნასესხები ფულით გააქვთ. დედაქალაქში ამბობენ, რომ არჩევნებზე მისვლის აზრს ვერ ხედავენ, რადგან მაინც არაფერი იცვლება. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მოქალაქეებმა სწორი არჩევანი გააკეთონ.
„ყველაფერი სადავეები უჭირავს ერთ პირს, ეგ მოშორდება და ყველაფერი კარგად იქნება,“ -აცხადებენ თბილისში.