17 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
"ბესელიამ დედას გვარი გადაუკეთა, მილიონები რომ დაემალა, ასეთი ბესელიები რამდენი ჰყავს ამ მთავრობას" - სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლები

უკიდურესი გაჭირვება და მძიმე სოციალური ფონი - სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მოქალაქეები რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ცხოვრება შიმშილის ზღვარზე უწევთ.

„გვიჭირს, საჭმლის ფული არ გვაქვს, ცარიელ პურს ვჭამ. შაქრის ფული არ მაქვს, რომ ჩაი მივაყოლო,“ - ამბობენ ასპინძაში.

მოქალაქეების ნაწილი პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას და მის ლიდერებს ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

„ივანიშვილს არ უნდა მიეცეს შანსი, ამშენებელი 6 წელში ააშენებდა და 1 წელში ვერაფერს ვერ იზამს,“ - ამბობენ სამცხე-ჯავახეთში.

რეგიონში ამბობენ, რომ ისინი ვერ გრძნობენ, რომ ქვეყანას მთავრობა ჰყავს. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ბაზრებში ხალხი ვეღარ დადის.

„ფასებმა აიწია, ხალხი მივა, ძვირია და გამობრუნდება უკან,“ - ამბობენ სამცხე-ჯავახეთში.

„სააკაშვილი რომ იყო, დაგვპირდებოდა და ასრულებდა, ეს არაფერს არ აკეთებს. წამალს ვერ ვყიდულობ. რა გააკეთა? ორი აგური ხელში მიჭირავს, მაგას რომ ხმა მივეცი,“ - აცხადებენ სამცხე-ჯავახეთში.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მდგომარეობა მკვეთრად არის გაუარესებული და ხელისუფლებას იმის ნაწილიც არ შეუსრულებია, რაც წინასაარჩევნოდ დაჰპირდა.

„მთავრობა, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ხალხზე, აბა, რისთვის ავირჩიეთ? ისინი თავიანთ ჯიბეზე ზრუნავენ.  ხალხი გაჭირვებულია, სამუშაოები არ არის. ბესელიამ საკუთარ დედას გვარი გადაუკეთა იმისთვის, რომ მილიონები დაემალა ხალხისთვის. ასეთი ბესელიები რამდენი ჰყავს ამ მთავრობას. ივანიშვილი გამოდის და უსირცხვილოდ აცხადებს, 1 წელი მომეცითო, 6 წელი არ იყო საკმარისი?“ - ამბობენ სამცხე-ჯავახეთში.

ამავე თემაზე
დღის ამბები