„რა უნდა სალომეს, განგრენა არისო აფხაზეთი, ამას ლაპარაკობს და ახლა უნდა მხარის დაჭერა? წავიდეს, მოშორდეს, გაეთრიოს აქედან,“ - ასეთია სამეგრელოში მცხოვრები მოქალაქეებს პოზიცია ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ.
რეგიონში ამბობენ, რომ უმძიმეს მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება და ამაში დამნაშავე ქართული ოცნებაა, რომელმაც 6 წელი არაფერი გააკეთა.
„ყველაფერს მოუმატეს - ბენზინს, საჭმელს... ბიძინა ივანიშვილის 6 წელი არაფერი გამოუსწორებია და 1 წელში რას გააკეთებს,“ - ამბობენ სამეგრელოში.
მოქალაქეები უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ უმეტესწილად მშივრები იძინებენ.
„ივანიშვილმა მთლად დაგვღუპა ხალხი, აღარ ვენდობით,“ - აცხადებენ სამეგრელოში.
სამეგრელოში ამბობენ, რომ იქ, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ყველგან წააგეს არჩევნები, რადგან იძულებით გადაადგილებული პირები მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც ხმები სჭირდებათ.
„არჩევნებში რომ ვერ გაიმარჯვა, ახლა უნდა ხალხის მოსყიდვა. 6 წელი დაგვსვა და გვასმენინა მხოლოდ წასული მთავრობის საყვედური, მაგათი ლანძღვის მეტი ჩვენ არაფერი არ გაგვიგია,“ - ამბობენ სამეგრელოში.
სამეგრელოში ამბობენ, რომ ამ მთავრობას, მის საპრეზიდენტო კანდიდატთან ერთად, უნდობლობას უცხადებენ.
„ჩვენ არ ვართ სალომე ზურაბიშვილის განგრენა, არც მისი დასაცინი. ივანიშვილი დღეს რომ ითხოვს, 6 წლის წინ სად იყო,“ - აცხადებენ სამეგრელოში.