17 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
„რაც დაგვპირდა ხალხს, რა შეასრულა? ყველაფერს „ნაციონალებს“ აბრალებს" - შიდა ქართლში "ქართულ ოცნებას" უნდობლობას უცხადებენ

„გაძვირდა ყველაფერი... მოდიხარ ბაზარში, შედიხარ, ხედავ, ფასები აწეულია და ვერაფერს ვეღარ ყიდულობ,“ - შიდა ქართლში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც რეგიონს ყველაზე მეტად აწუხებს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ უმძიმეს სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება. მათი თქმით, გაძვირებულია ყველაფერი, მათ შორის, წამლებიც, რომლის შეძენასაც ვეღარ ახერხებენ.

საკვებსა და წამლებზე მომატებული ფასების გარდა, შიდა ქართლში მთავრობის უმოქმედობაზე საუბრობენ.

„ესენი პლაკატებში ხარჯავენ ფულს და ხალხი ნაგავში იქექება... მათხოვრები ვართ ჩვენ, ხალხი უკვე აღარ გვქვია,“ - აცხადებენ შიდა ქართლში.

მოქალაქეების ნაწილი თავს მოტყუებულად თვლის. ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მთავრობაში მოდიოდა, ამომრჩეველი მას ენდო, თუმცა, საბოლოოდ მან არც ერთი დანაპირები არ შეასრულა.

„რაც დაგვპირდა ხალხს, რა შეასრულა.  ყველაფერს ნაციონალებს აბრალებს  და ნაციონალების დროს უფრო მივიღეთ რაღაც ხალხმა. ვაშაძე თუ დადგა, მე მგონი, შეიცვლება რაღაცა,“ - ამბობენ შიდა ქართლში.

ადამიანები ამბობენ, რომ ყველაზე მძაფრად ხალხის მძიმე ფინანსური მდგომარეობა ბაზარში იგრძნობა, რადგან მოქალაქეები ვერაფერს ყიდულობენ.

ისინი ამბობენ, რომ იმედს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატზე - გრიგოლ ვაშაძეზე, ამყარებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები