17 ნოემბერი 2024,   07:53
ვრცლად
„მაფიოზები მართავენ ქვეყანას, ნახევარი საქართველო მოჯამაგირედ მუშაობს" - აჭარის მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობს

"ხეების გადარგვით იყო დაკავებული ივანიშვილი, ხალხს კიდევ შია," - ასეთია აჭარაში მცხოვრები მოქალაქეების ნაწილის შეფასება ქართული ოცნების საქმიანობაზე.

ხალხი ამბობს, რომ ის, ვინც სათავეშია, მან უნდა აგოს პასუხი იმ მძიმე ეკონომიკურ პრობლემებზე, რაც ქვეყანაშია.

„ხალხმა დაკარგა ის ნდობა, რაც ჰქონდა,“ - ამბობენ აჭარაში.  

მოქალაქეები ამბობენ, რომ 6 წელი არაფერი შეუცვლია ოცნებას და ერთ წელში ვერაფერს შეცვლის.

აჭარაში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხი მოატყუა.

„მაფიოზები მართავენ ქვეყანას, ნახევარი საქართველო მოჯამაგირედ მუშაობს,“ - ამბობენ აჭარაში.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ფასებმა უკიდურესად მოიმატა და ელემენტარული საკვების შეძენას ვერ ახერხებენ.

„საბოლოოდ ხალხია მოტყუებული,“ - ამბობენ ისინი.

ამავე თემაზე
დღის ამბები