17 ნოემბერი 2024,   07:55
ვრცლად
ქართული ღვინის ფესტივალი აშშ-ში - სამდღიანი ღონისძიება დასრულდა

ამერიკის დედაქალაქში დასრულდა სამდღიანი ღონისძიება, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეძღვნებოდა.

ღვინის დეგუსტაციის პარალელურად, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში კონფერენცია გაიმართა, რომელზეც აქცენტები ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის შესვლაზე გაკეთდა. ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის მწარმოებლები, მეცნიერები და ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა ესწრებოდა.

საფერავის ფესტივალს ამერიკაში საქართველოს საელჩო მასპინძლობდა.

დღის ამბები