17 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა გაუთქმელობის მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს

გაუთქმელობის მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით,  საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მთავარ სხდომას  გამართავს.

სარჩელით ქვეყნის მთავარ სასამართლო ინსტანციას დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა მიმართეს.

იურისტების განცხადებით, აღნიშნული კანონს პროკურატურა ადვოკატების შეზღუდვისთვის იყენებს, რათა მათ საქმის მასალებზე საუბარი ვერ შეძლონ. ისინი სასამართლოს შესაბამისი მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რაც უფლებადამცველებს სხვა გახმაურებულ საქმეებზე ღიად საუბრის საშუალებასაც მისცემს.

”თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და იქნება, ასე ვთქვათ აღნიშნული ნორმა ანტიკონსტიტუციურად ცნობილი, ერთი მხრივ, კიდევ ერთხელ მოხდება იმის დემონსტრირება, როგორ ცალმხრივად წარიმართა ეს პროცესები ამ ხნის განმავლობაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, სადაც მზადდება სარჩელის შეტანა ე.წ. ციანიდის საქმეზე,“-აცხადებს ადვოკატი  გიორგი ფანცულაია

კონსტიტუციონალისტი თეიმურაზ სვანიძე ამავე აზრს იზიარებს და ამბობს, რომ აღნიშნულ ნორმას, ბოლო დროს ძალიან აქტიურად იყენებენ გახმაურებულ საქმეებზე.

„ეს ნორმა არ არის ძალიან ხშირად გამოყენებული პრაქტიკაში. ამისი გამოყენების ტენდენცია ჩამოყალიბდა ბოლო დროს და ძირითადად იყენებენ ისეთ გახმაურებულ საქმეებზე, როგორიც იყო ეს ჩვენი ე. წ. ციანიდის საქმე, ბასიანის საქმე,“- აცხადებს სვანიძე.

დღის ამბები