ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურებაზე საუბრობს და ამ პროცესს ოპოზიციას უკავშირებს.
„ბოლო პერიოდის ლარის კურსის გაუფასურება დოლართან მიმართებაში იყო ასი პროცენტით პოლიტიკური, იმ აჟიოტაჟის და იმ კამპანიის გამო, რომელშიც დიდწილად და უმეტეს წილად ოპოზიციაა ჩართული. დოლარის კურსით მსჯელობა ჩვენი მდგომარეობა გაუარესდა და გაუმჯობესდა, არის როგორც მინიმუმ არაპროფესიონალიზმი, როგორც მაქსიმუმ არაკეთილსინდისიერება და ამ შემთხვევაში ორივეს ამჟღავნებენ ჩვენი ოპონენტები,“- აცხადებს მაჭავარიანი.