17 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
უარი ვუთხრათ სალომე ზურაბიშვილს, დღეს ქვეყანას სჭირდება წინსვლა - დავით ბაქრაძე ხონის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, პარტიის რაიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს ”ევროპული საქართველოს” ლიდერი.

დავით ბაქრაძე ამჯერად ხონის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ბაქრაძის განცხადებით, საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები და მეორე ტურში პოლიტიკური ბრძოლა ბოლომდე უნდა მიიყვანონ.

„ევროპულმა საქართველომ აჩვენა რომ ის არის ძლიერი, ყველასგან ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს მოსახლეობის სერიოზული ნაწილის მხარდაჭერა, ამიტომ ჩვენი ამოცანაა მეორე ტურისთვის ბოლომდე მივიყვანოთ პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც დავიწყეთ პირველ ტურში და ჩვენ მოსახლეობასთან და ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად საბოლოოდ უარი ვუთხრათ სალომე ზურაბიშვილს. ქვეყანაში მოვიტანოთ ის პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები, რომელიც სჭირდება ხალხს. დღეს საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები, ქვეყანას სჭირდება წინსვლა,“-აცხადებს ბაქრაძე.

დღის ამბები