17 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
აუშენებელი "ოცნების ქალაქი"და მითვისებული მიწის ნაკვეთი - ოპოზიცია ქართულ ოცნებას მორიგ ტყუილში ადანაშაულებს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ქართულ ოცნებას მორიგ თაღლითობაში და ამომრჩეველთა მოტყუებაში ადანაშაულებს.

 ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ პარლამენტის წინ ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქუთაისის საკრებულომ  ახალი პროექტის „ოცნების ქალაქის“  ასაშენებლად პარლამენტის მიმდებარედ 20 ჰექტარი მიწა ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, თუმცა ქართულ ოცნებას დაპირება არ შეუსრულებია. ამის ნაცვლად, ქუთაისმა  საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაკარგვა, მასიური მიგრაცია და გადათხრილი ქუჩები მიიღო.

წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, რომ მიწა პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში უკან ქალაქს დაუბრუნდებოდა, ეკონომიკის სამინისტრომ უარი განაცხადა.

გიგა შუშანიას განცახდებით ამ მიწის მისაკუთრებით თავად ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული.

  შუშანია გამოძიების დაწყებას და ამ ავანტიურაში მონაწილე პირების დასჯას მოითხოვს.

„ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ აი, ეს მიწი ნაკვეთი, რომელიც იმ კომპანიასაც კი არ გადასცა ეკონომიკის სამინისტრომ, რომელიც განკარგულებაში ეწერა, ამის მითვისება უნდა ბიძინა ივანიშვილს. ის როგორ ყიდულობს მიწის ნაკვეთებს ყველამ კარგად ვიცით საქართველოში , ამიტომ მე მოვუწოდებ ქუთაისი საკრებულოს, მერს, ერთხელ მაინც ცხოვრებაში ეტყოთ პრინციპულობა და გამბედაობა და მოვითხოვოთ ყველამ ერთად, რომ ეს მიწის ნაკვეთი დაუბრუნდეს ქუთაისის მუნიციპალიტეტს და ხელი შევუშალოთ აი, ამ მორიგი აფიორის განხორციელებას"-აცხადებს შუშანია

დღის ამბები