რუმინელი ევროპარლამენტარი განცხადებას, რომ საქართველომ მხარი არ უნდა დაუჭიროს რუსეთის ყოფილ მოქალაქესა და ყოფილ დიპლომატს გრიგოლ ვაშაძეს სრულად მისაღებია მმართველი პარტიისთვის.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ვიქტორ ბოშტინარუს მისამართით გაჟღერებული ბრალდებები, რომ ის კომუნისტური პარტიის წევრი იყო და შესაბამისად პრორუსული მოსაზრებები აქვს მიუღებელია.
მათი თქმით, ჩაუშესკუს კომუნისტური პარტიის წევრი ებრძოდა საბჭოთა კავშირს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ისინი ეთანხმებიან ბუშტინაროს, რომ ყოფილი საბჭოთა დიპლომატი არჩევა საქართველოს პრეზიდენტად პრობლემას წარმოადგენს.
„რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენც ვსაუბრობთ. მთავარი ისიც არ არის რომ ეს ადამიანი იყო საბჭოთა დიპლომატი. მთავარია, რომ მას აქვს საბჭოური მენტალიტეტი და სწორედ ამ საბჭოური მენტალიტეტიდან გამომდინარე არის ის ნაციონალური მოძრაობის წევრი,"-აცხადებს კობახიძე.