გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის, Edison Research-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება.
სწორედ "რუსთავი2"-ის დაკვეთით ჩაატარა გავლენიანმა ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე.
ნიკა გვარამიამ კვლევის პროცედურებისა და მონაცემების შესახებ ისაუბრა. მან "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა, რომლის მიხედვითაც Edison Research-ის კვლევები არჩევნების რეალურ შედეგებს არ ემთხვევა. გვარამია ამბობს, რომ აღნიშნული ბრალდება, სიცრუეა.
„მოდი ასე ვთქვათ, მონაცემი არის სამი ჯამში. პირველი მონაცემი არის ყველა, ვინც ამბობს, არ ამბობს, მიდის, არ მიდის და ა.შ. დამატებითი შეკითხვების მეშვეობით, ანუ ამას ჰქვია ალოკაციური შეწონვის მეთოდი, დგინდება უკვე 41 და 36. პრინციპულად, ყველაზე უფრო დაბალი ცდომილება ამ მონაცემშია. თუმცა, ამ მონაცემში ჩვენ მაინც გვრჩება ადამიანები, რომლებიც არ ამბობენ ან არ გადაუწყვეტიათ. ამ ფენის გამორიცხვით, უკვე არის 56 და 44, თუ არ ვცდები. რაც როგორც წესი, ყველაზე ახლოს არის საარჩევნო შედეგთან, აქაც ცდომილება არის პლუს-მინუს 3%. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ თვალყური ვადევნოთ მთელ შეწონვას.
"წინა ჯერზეც ჩვენ ესეთი სამი მონაცემი გვქონდა. გახსოვთ ყველას, რომ ყველაზე უფრო ახლოს იყო რეალურ საბოლოო შედეგთან. ის, რომ თურმე სექტემბრის კვლევის შედეგი არ დაემთხვა არჩევნების შედეგებს, ეს აბსურდია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ განვითარებაში უნდა განვიხილოთ საარჩევნო სტრატეგია. ორი ტალღის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მესამე ადგილზე იყო, მაგრამ მესამე ტალღის დროს უკვე ძალიან დიდი პროგრესი ჰქონდა და პრაქტიკულად დაეწია გრიგოლ ვაშაძეს და ეგზიტპოლმა უკვე რა შედეგებიც დასვა და როგორი ცდომილებით, ეს ჩვენ ვნახეთ,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თქმით, „Edison Research“-ს არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი ინტერესი არ აქვს და კვლევის შედეგებს „რუსთავი 2“ პირდაპირ აქვეყნებს.
„Edison Research“ არის ბოინგი ამ სფეროში, ძალიან მარტივია. ის არ იტყუება და მას არავითარი ინტერესი არ აქვს. ჩვენ ვაქვეყნებთ „Edison Research“-ის იმეილს პირდაპირ. იხსნება და მიდის გრაფიკაში. მეტი არაფერი არ ხდება „რუსთავი 2“-ში, აბსოლუტურად არანაირად დამუშავება ამ მონაცემების არ მიმდინარეობს. ამიტომაც, ყველა ენდობა ჩვენს ეგზიტპოლს და ელოდება 8 საათს ჩვენთან და არა რომელიმე სხვა ტელეარხზე, სადაც ყოველთვის საარჩევნოდ იმარჯვეს სახელისუფლებო კანდიდატი, თან პირველ ტურში. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სახელისუფლებო კანდიდატმა პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა იყო ის, როდესაც მართლა გაიმარჯვა სახელისუფლებო კანდიდატმა პირველ ტურში, კახი კალაძემ თბილისის მერობის დროს და ესეც ჩვენი მონაცემებით იზეიმეს. თორემ ტელეკომპანია „იმედმა“ 12-ზე თუ11 საათზე გამოაცხადა შედეგები, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად ეგზიტპოლის პრინციპს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.