17 ნოემბერი 2024,   07:53
ვრცლად
"ომი დაიწყო საქართველომ და სააკაშვილმა მძინარე ცხინვალი დაბომბა - ასეთი განცხადებებს რუსეთი გამოიყენებს ჩვენს წინააღმდეგ ჰააგაში" - ბურჯალიანი 

2008 წლის აგვისტოს ომი და ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების საქმე, რომელსაც ჰააგას სასამართლო განიხილავს -თინა ბურჯალიანი, რომელიც ომის დროს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა დეტალურად იხსენებს, როგორ დაიწყო საქართველომ გამოძიება, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაციას პერმანენტულად აწვდიდა ჰააგას პროკურორს.

"კვირის აქცენტებთან" საუბრისას, თინა ბურჯალიანი აცხადებს, რომ მაშინ როდესაც ქართველმა სამხედროებმა შეწყვიტეს სამხედრო მოქმედებები, დაიწყო ეთნიკური წმენდა ქართველების მიმართ და აუცილებელი გახდა ამ პროცესის შეჩერება, რის გამოც ქართულმა მხარემ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგას მიმართა.

„10 აგვისტოდან მოყოლებული როდესაც ქართველმა სამხედროებმა შეწყვიტეს სამხედრო მოქმედებები განსაკუთრებით გამძაფრდა ეთნიკური წმენდა. ქართული სოფლები იწვოდა. ამ პროცესის შეჩერება იყო პრიორიტეტი და  ამაზე ინფორმაცია მივაწოდეთ პროკურორის ოფისს და ამ დღიდან მოყოლებული ჩვენ ვაწვდიდით ინფორმაციას რუსი და ოსი სეპარატისტების მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ. 2008 წელსვე საქართველოს პროკურატურაში დაიწყო გამოძიება იმ  დანაშაულებზე, რომელიც ხდებოდა ომის დრო და შეწყვეტის შემდეგ. ეს ინფორმაცია აისახებოდა ხოლმე პროკურორის ანგარიშში“-განაცხადა თინა ბურჯალიანმა.

მისივე თქმით, 2015 წელს საქართველომ მიმართა პროკურორის ოფისს და განუცხადა, რომ ქართული მხარე ვერ ახერხებდა გამოძიების გაგრძელებას, რის გამოც გამოძიება ჰააგას პროკურორის ოფისმა.

„2012 წელს როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და ახალი გენერალური პროკურორი დაინიშნა ამ გამოძიებაში არაფერი აღარ ხდებოდა.  ხოლო 2015 წელს ჰააგას პროკურორის ოფისმა მიიღო წერილი სადაც ქართული მხარე ეუბნება რომ ის ვერ ახერხებს გამოძიების გაგრძელებას. და სხვა გამოსავალი არ იყო დარჩენილი და ეს გამოძიება უნდა ეწარმოებინა ჰააგას პროკურორის ოფისს,“-განაცხადა თინა ბურჯალიანმა.

თინა ბურჯალიანის განცხადებით, მას შემდეგ რაც 2012 წლიდან საქართველომ შეასუსტა საგამოძიებო მოქმედებები გააქტიურდა რუსეთის მხარე, რამაც ქართველი სამხედროების ხელახალი დაკითხვები და საქმის შემობრუნება გამოიწვია.

„ნებისმიერი განცხადება რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, ან ყოფილი წარმომადგენელი აკეთებს შეიძლება, რომ მეორე მხარემ გამოიყენოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ასეთი განცხადებები ჩვენ სამწუხაროდ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან გავიგეთ არაერთხელ . მაგალითად ქალბატონი წულუკიანის განცხადებები, რომელიც შეიცვალა ბოლო წლებში. როგორც ჩანს კარგმა იურისტებმა ურჩიეს. საქართველომ ომი დაიწყო და სააკაშვილმა მძინარე ცხინვალი დაბომბა, მსგავსი განცხადებები რომელიც გვესმოდა არაერთი პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან. იმ შემთხვევში თუ საქართველოს პრეზიდენტი გაიმეორებს იმას რაშიც ბრალს სდებდა უსამართლოდ, პრეზიდენტის განცხადება უდრის სახელმწიფოს პოზიციას,“-განაცხადა თინა ბურჯალიანმა.

რას უნდა ველოდოთ და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჰააგას სასამართლოს მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ შეასუსტა ბრძოლა - თინა ბურჯალიანი აცხადებს, რომ ყველაზე ცუდი სცენარით შესაძლოა რუსი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს. 

მისივე თქმით, თავად ის განცხადება რიგი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ ომი საქართველომ დაიწყო სამართლებრივად აბსურდია.

"ამ ბრალდების სამართლებრივი ნაწილი ნაკლებად მაშფოთებს. მაგრამ მძინარე ცხინვალი დაბომბა ქართულმა მხარემ ეს ძალიან მძიმეა სამართლებრივად იმიტომ, რომ ომის დანაშაულია თუ ეს ასე იყო და ეს ასე არ ყოფილა,“-განაცხადა თინა ბურჯალიანმა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება  ძალიან საშიშია და რუსული ნარატივია

დღის ამბები