17 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
„ამას განსაზღვრავს კანონი"-პრემიერი ოპონენტებს ურჩევს არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ

პრემიერ-მინისტრი ოპონენტებს ურჩევს არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით ზედმეტი პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ. მამუკა ბახტაძის განცხადებით, თარიღს განსაზღვრავს კანონი და ამით ხელმძღვანელობს ხელისუფლებაც.

„ამას განსაზღვრავს  კანონი, ამას განსაზღვრავს შესაბამისი ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახით და  აქაც მე ვფიქრობ უნდა ვიხელმძღვანელოთ კანონით და აქ ზედმეტი პოლიტიკური სპეკულაციები ნამდვილად არ არის საჭირო,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს ჩატარდება. თარიღის განსაზღვრის შემდეგ, ოპოზიციამ ცესკო ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბად გადაიქცა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები