17 ნოემბერი 2024,   07:53
ვრცლად
"უფრო მაღალი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად უკეთესი იყო არჩევნები დანიშნულიყო შაბათ-კვირას" - ობუდსმენი

არჩევნების მეორე ტურის თარიღის განსაზღვრასთან დაკავშირებით ნინო ლომჯარია ოპოზიციის და მესამე სექტორის პოზიციას იზიარებს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მოქალაქეებს საარჩევნო უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებოდათ თუ არჩევნები ჩაინიშნებოდა შაბათ-კვირას. განსაკუთრებით ეს ეხება რეგიონებში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, რომლებიც ამჟამად დედაქალაქში ცხოვრობენ.

„არჩევნების დანიშვნა ყოველთვის ნამდვილად უმჯობესი არის შაბათ-კვირას და ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ემიგრანტების საკითხიდან.  რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა მისცენ ხმა და ამის საშუალება მათ სწორედ შაბათ-კვირას აქვთ ძირითადად,  თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყნაში არსებობს ასევე საკმაოდ მაღალი შიდა მიგრაციაც და მოქალაქეებს  უწევთ შორ დისტანციაზე წასვლა იმისთვის, რომ ხმა მისცენ  იქ სადაც ისინი არიან რეგისტრირებული რის საშუალებაც  სწორედ შაბათ-კვირას უფრო არის ვიდრე ერთი დღის განმავლობაში თუნდაც ეს ერთი დღე გამოცხადდეს უქმედ. ამიტომ უფრო მაღალი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით რა თქმა უნდა უკეთესი იყო და მე რამდენადაც ვიცი კანონიც იძლეოდა ამის საშუალებას, რომ არჩევნები დანიშნულიყო შაბათ-კვირას,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები