17 ნოემბერი 2024,   07:57
ვრცლად
მუქარა და ბრალდებები შვილმოკლული მამის წინააღმდეგ - ზაზა სარალიძე გამოკითხვაზე იმყოფება

მუქარა და ბრალდებები შვილმოკლული მამის წინააღმდეგ - ზაზა სარალიძე მის მიმართ მიღებული მუქარის შემცველი წერილების შესახებ ჩვენებას ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში აძლევს. უკვე ერთი, საათია მისი გამოკითხვა, რაც მიმდინარეობს. სარალიძის ინფორმაციით, მუქარის შემცველი რამდენიმე Facebook პოსტი არსებობს. 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე პოლიციაში, ადვოკატთან ერთად მივიდა. 

მისი თქმით, მას სამართალდამცველებისთვის გამოძიების დაწყების მოთხოვნით არ მიუმართავს, ის სასჯელს ამზადებდა, რა დროსაც ის გამოკითხვაზე დაიბარეს. 

ზაზა სარალიძის განცხადებით, ის ასევე თბილისის მერიის წინააღმდეგ ჩივილს აპირებს, რადგან მერიამ საკუთარი განცხადებით მისი პირადი ინფორმაცია გაასაჯაროვა.  

სამართლიანობის აღდგენისთვის მებრძოლი შვილმოკლული მამების წინააღმდეგ აგრესიული კამპანია სოციალურ ქსელში დაიწყო. 

დღის ამბები