17 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
მერია ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო, ევაკუირებულ მოსახლეობას საცხოვრებლით უზრუნველყოფს

დედაქალაქის მერია ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო, ევაკუირებულ მოსახლეობას საცხოვრებლით უზრუნველყოფს. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თბილისის მერი აფეთქების ადგილზე იმყოფება. კახა კალაძის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ადამიანს დასჭირდება საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მერია ყველა პირს დაეხმარება.

 „იმ კორპუსში, სადაც მოხდა აფეთქება, ადამიანები გამოყვანილები არიან საცხოვრებელი სახლებიდან და გადაყვანილები იქნებიან სხვადასხვა მისამართზე. ამის უზრუნველყოფას გამგეობა და დედაქალაქის მერია გააკეთებს. ასევე ჩვენ შევამოწმებთ, რამდენად უსაფრთხო იქნება ამ საცხოვრებელ კორპუსში სამომავლო ცხოვრება. თუ დამატებითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, გამაგრებითი მაქვს მხედველობაში, ყველაფერს თავის თავზე აიღებს გამგეობა და დედაქალაქის მერია,“- განაცხადა კახა კალაძემ.

ფონიჭალაში აფეთქება დღეს დილით მოხდა. შემთხვევის შედეგაც მრავალსართულიანი კოპუსი ნაწილობრივ დაინგრა. აფეთქება შენობის მესამე სართულზე, საცხოვრებელ ბინაში მოხდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები