ფონიჭალაში, აფეთქების შემდეგ ნანგრევებში მოყოლილ დედას და ჩვილს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
ცოტა ხნის წინ ადგილზე მივიდნენ მათი ოჯახის წევრები. ისინი კორპუსში შესვლას ითხოვენ, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მათ ამ დრომდე შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ, რასაც მცირე დაპირისპირებაც მოჰყვა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით კლინიკაშია გადაყვანილი 4 ადამიანი დაშავებული.
აფეთქება კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. ჩამონგრეულია მეოთხე სართულის იატაკი და ქვედა სამი სართული მთლიანად. სავარაუდოდ სწორედ მეოთხე სართულიდან ჩამოშლილმა სამშენებლო მასამ მოიყოლა დედა-შვილი, რომლებიც ამ დრომდე ნანგრევებში რჩებიან.