17 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
რუსეთ-საქართველოს დავა ჰააგაში - "ემპათია" ზურაბიშვილის სკანდალური განცხადებების უარყოფით გავლენებზე საუბრობს 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებათა შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო გამოძიებაზე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შესაძლო ზეგავლენის თაობაზე ცენტრი „ემპათია“ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შეფასება ნეგატიურად აისახება ჰააგაში მიმდინარე გამოძიებაზე, ასევე, დაზარალებულ მოსახლეობაზე, გამოძიების მოწმეებზე და ამავდროულად, ახალისებს რუსეთის მხრიდან ოკუპაციის განვრცობას.

განცხადების მიხედვით, ამაზე მეტყველებს სოფელ ატოცში 30 ჰექტარით საოკუპაციო ხაზის გადმოწევა.

"საკითხის მიმართ ხელისუფლების მიკერძოებული და ცალსახა დამოკიდებულების გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დგება თანამშრომლობის ობიექტურობის საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მათ შორის, ყველა ფრაქციას:

1. შეიქმნას სპეციალური საპარლამენტო კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების ჩართულობით, რომელიც დეტალურად შეისწავლის საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებს საერთაშორისო გამოძიებასთან მიმართებაში, წარდგენილ მტკიცებულებებსა თუ სხვა საყურადღებო საკითხებს.
2. ასევე, განგრძობითი რუსული აგრესიისა და ოკუპაციის პირობებში გაააქტიურებს სისხლის სამართლის საერთაშორისო გამოძიებასთან თანამშრომლობას გამოძიების დროისა თუ ტერიტორიული ჩარჩოების გაფართოების თაობაზე,” - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები