მირზა სუბელიანის სასამართლო პროცესი 4 დეკემბრისთვის გადაიდო. საქმის მოსამართლის ლელა ნოზაძის თქმით, 15 ნოემბერს სასამართლოში მირზა სუბელიანი განცხადება შევიდა, სადაც ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასამართლო სხდომის გადადებას ითხოვს. წერილს თან ექიმის ცნობაც ერთვის, სადაც ნათქვამია, რომ პატიმრის ბადრაგირება და პროცესზე დასწრება რეკომენდებული არ არის. სუბელიანი სხდომის გადადებას პროცესზე დასწრების სურვილის გამო გამოთქვამს.
მოსამართლემ ბრალდებულის შუამდგომლობა გაითვალისწინა.
„იგი ჩართული აი, ამ სუიციდის პრევენციის პროგრამაში, მკურნალობის კურსს გადის, ნელ- ნელა უმჯობესდება მისი მდგომარეობა, თუმცა დღევანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ნათქვამია სამედიცინო ცნობაში, რომელიც განცხადებასთან ერთად იქნა წარმოდგენილი და იქ მე-8 დაწესებულების ექიმი აკეთებს ასეთ ჩანაწერს, რომ „შეუძლებელია მირზა სუბელიანის ბადრაგირება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“. კონკრეტული მიზეზი მითითებული არ არის“- აცხადებს ადვოკატი
სასამართლო სხდომის გადავადებაზე საუბრობს პროკურორიც.
ცნობილია, რომ ციხეში გაკეთებული სკანდალური ფარული ჩანაწერების გავრცელებიდან მეორე დღეს, მირზა სუბელიანმა ადვოკატის ინფორმაციით თვითმკვლელობა სცადა, რის გამოც სუიციდის პროგრამაშია ჩართული.
მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით, რამდენიმე თვის წინ დააკავეს.