ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილიდან „კურიერმა“ ექსკლუზიური კადრები გადაიღო. ვიდეომასალაში ჩანს, რომ კორპუსის ფანჯრები ჩამსხვრეულია და დაზიანებულია კედლები.
ფონიჭალაში აფეთქების დროს ნანგრევებში მოყოლილ დედას და ჩვილს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით კლინიკაშია გადაყვანილი 4 დაშავებული.
აფეთქება კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. ჩამონგრეულია მეოთხე სართულის იატაკი და ქვედა სამი სართული მთლიანად. სავარაუდოდ სწორედ მეოთხე სართულიდან ჩამოშლილმა სამშენებლო მასამ მოიყოლა დედა-შვილი, რომლებიც ამ დრომდე ნანგრევებში რჩებიან.