21 დეკემბერი 2024,   20:12
ვრცლად
„ძალიან დიდი უბედურება დატრიალდა, გარდაცვლილია დედა და პატარა შვილი" - კახა კალაძე ფონიჭალაში დაღუპულების ოჯახს სამძიმარს უცხადებს

თბილისის მერი ფონიჭალაში მომხდარი, აფეთქების შედეგად გარდაცვლილი დედა -შვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. კახა კალაძე მთელი დღის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მისი განცხადებით, მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ძალიან დიდი უბედურება დატრიალდა, ტრაგედია. გარდაცვლილია ორი ადამიანი. გარდაცვლილია ორი ადამიანი. დედა და პატარა შვილი,“-განაცხადა კახა კალაძემ.

ფონიჭალაში #23 კორპუსის მესამე სართულზე აფეთქება დილით მოხდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც დამწვრობის ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ორს, დედა-შვილს კი მაშველები ნანგრევებში 6 საათი ეძებდნენ. 30 წლამდე ქალი და 9 თვის ჩვილი  გარდაცვლილები იპოვეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები