21 დეკემბერი 2024,   20:23
ვრცლად
ბატონო გენერალო, არავის მივცემთ უფლებას, თქვენ გაგასამართლოთ -  ლევან გრიგოლია გენერალ მამუკა ყურაშვილის განცხადებას ეხმაურება

„ბატონო გენერალო, არავის მივცემთ უფლებას, თქვენ გაგასამართლოთ“ - ასე ეხმაურება ყოფილი სამხედრო, ლევან გრიგოლია სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ყოფილი სარდლის, გენერალ მამუკა ყურაშვილის განცხადებას.

ლევან გრიგოლია მამუკა ყურაშვილის მიერ „კურიერთან“ მიცემულ ინტერვიუს  ეხმაურება, სადაც გენერალმა განაცხადა, რომ მზად არის, ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, რუსული სამხედრო აგრესიის შემდეგ ქვეყანა უკვე საკუთარი ხელისუფლების ბრალდებებისგან, ჰააგის სასამართლოში დაიცვას.

„მან თქვა, რომ დაანებეთ ჩემს ჯარისკაცებს და ოფიცრებს თავი, მე ვაგებ პასუხსო. მე კიდევ ვეტყვი რა, ბატონო გენერალო, არავის მივცემთ უფლებას, თქვენ გაგასამართლოთ და ჯარისკაცებო მოგმართავთ, მივცემთ უფლებას მტერს გაასამართლოს ჩვენი გენერლები?“ - განაცხადა ლევან გრიგოლიამ.

მამუკა ყურაშვილის თქმით, საქართველოს სახელმწიფო საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გადაარჩინა.

დღის ამბები