როგორ მიმდინარეობს გამოძიება სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ მუქარაზე - ამ თემაზე ინფორმაცია საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გააცნო.
კომისიის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით მომხდარი ძალადობის ფაქტებზე. კომისიამ რეკომენდაციებიც შეიმუშავა.
„მოვისმინეთ ინფორმაცია იმ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხება ერთ-ერთი კანდიდატის მიმართ გავრცელებულ მუქარას და სხვა მანამდე დაწყებულ გამოძიებას, რომელიც იყო ძალადობის ფაქტებზე პირველი ტურის წინა პერიოდში და ამჟამამდე,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.