17 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
უამინდობის გამო გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა

ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამავე გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის გამო, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

თოვის და ლიპყინულის გამო, ანალოგიური შეზღუდვები ვრცელდება ფარავანის უღელტეხილზეც. ინტენსიურად თოვს გომბორის უღელტეხილზეც. 

კობი-გუდაურის გზის გარკვეულ მონაკვეთზე გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო რეკომენდაციით მოძრაობა ყველა ავტოსატრანსპორტო საშყუალებით აიკრძალა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საავტომობილიო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე აკეთებს.

„კობი-გუდაურის 93 -104 კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე. ახლა მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა,“ - აცხადებს გიორგი წერეთელი.

დღის ამბები