29 სექტემბერი 2024,   11:33
ვრცლად
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ქართველი მწერლის დოდონა კიზირიას წიგნების პრეზენტაცია შედგა

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ქართველი მეცნიერის, ემიგრანტი და მწერლის დოდონა კიზირიას წიგნების „პუტჩი“ და „მოგონებები“-ის პრეზენტაცია შედგა.

წიგნში „პუტჩი“ შესულია უნიკალური ინტერვიუები, მათ შორის ზვიად გამსახურდიასთან, თენგიზ სიგუასთან და ჯაბა იოსელიანთან.  „მოგონებები“ კი მწერალმა  საკუთარ ბავშვობასა და ახალგაზრდობის წლებს მიუძღვნა.

 „ერთი წიგნი, რომლის  სახელწოდებაა „პუტჩი“ არის უმთავრესად ინტერვიუები სხვა და სხვა პიროვნებებთან, რომლებსაც შევხვდი იმ დღეებში, 1991 წლის 22 დეკებრიდან მომავალი წლის 8 იანვრამდე, ვის შევხვდი, სად შევხვდი, რა სიტუაციაშ შევხვდი ეს მაქვს აღწერილი. რაც შეეხება მეორეს, ეპიზოდები ჩემი ბავშვობიდან, ჩემი სკოლის პერიოდიდან, ჩემი სტუდენტობიდან და ჩემი პირველი შთაბეჭდილებები ამერიკის შესახებ“- აცხადებს დოდონა კიზირია.

დღის ამბები