17 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ჩვენი ამოცანაა ბოლომდე მივიყვანოთ ის პროცესი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ გახდეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი - დავით ბაქრაძე სამეგრელოში შეხვედრებს მართავს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით დავით ბაქრაძე შეხვედრებს სამეგრელოში განაგრძობს.

ევროპული საქართველოს ლიდერი ამჯერად პარტიის სენაკის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი განცხადებით, პირველმა ტურმა მკაფიოდ აჩვენა ქართველი ამომრჩევლის ნება და მეორე ტურიც ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებების დაწყების დასაბამი უნდა გახდეს.

„ჩვენი ამოცანაა, ამომრჩეველთან, ჩვენს მხარდამჭრებთან ერთად ბოლომდე მივიყვანოთ ის პროცესი, რაც პირველ ტურში დაიწყო და რომელიც მკაფიოდ გამოხატავს ქართველი ამომრჩევლის ნებას, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი არ გახდეს სალომე ზურაბიშვილი, მოვითხოვოთ ცვლილებები, მივიღოთ ცვლილებები და წავიყვანოთ ქვეყანა წინ“- აცხადებს ბაქრაძე.

დღის ამბები