17 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
„ამაზე დიდი კაპიტალის დაბანდება სახელმწიფოს დღეს არ შეუძლია“ - გრიგოლ ვაშაძე სტუდენტებს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველო სწრაფი ნაბიჯით უნდა გადავიდეთ ცოდნის და ინოვაციების ეკონომიკაზე და უარი უნდა ვთქვათ ივანიშვილის შემოთავაზებულ მარიხუანას წარმოებაზე.

მისი თქმით, განათლების დაფინანსება გაორმაგდება, საქართველოში დასავლური უნივერსიტეტების პროგრამები დაინერგება, მასწავლებლის ხელფასი ათას ლარს გაუტოლდება.

სტუდენტები გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრას და უშუალოდ საუბარს დადებიტად აფასებენ და მოხარულები არიან, რომ მიეცათ საშუალება პირადად ესაუბრონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებზე.  

„ჩვენს ვისაუბრეთ განათლებასთან დაკავშირებით, ასევე იმ საკითხებზე და პრობლემებზე, რომელიც ჩვენ საზოგადოებას აწუხებს, ასევე არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. სტუდენტებს გვაქვს იმედი, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები და ინსტიტუტები  განვითარდებადა ჩვენ წავალთ წინ“-აცახდებს სტუდენტი სანდრო გოძიაშვილი

„ვინც ჩვენ ახალგაზრდობას არ იცნობს, მხოლოდ ის ადამიანი იძახის, რომ ჩვენ გვყავს პასიური, არააქტიური ახალგაზრდობა. ჩვენ გვყავს უაღრესად განათლებული, შრომისმოყვარე, მცოდნე ახალგაზრდობა, რომელსაც აღელვებს ქვეყნის ბედი უპირველეს ყოვლისა და თავისი მომავალი. ეს ადამიანები, უკვე ჩამოყალიბებული მოქალაქეები, იძლევიან შეკითხვებს, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და იძლევიან შეკითხვებს, რომლებიც ეხებათ მათ პირად მომავალ ცხოვრებას და სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ადამიანები შენარჩუდნენ, როგორც პატრიოტები, ის პატრიოტები,  რომლებიც დღეს არიან და გახდნენ კონკურენტუნარიანი მოქალაქეები, რომლებიც შესძლებენ 21 საუკუნის ეკონომიკაში და სოციუმში თავისუფლად  და წარმატებულად ცხოვრებას. ამაზე დიდი კაპიტალის დაბანდება სახელმწიფოს დღეს არ შეუძლია არაფერში“- აცხადებს ვაშაძე.

დღის ამბები