17 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
„ქართული ოცნება კანონის დარღვევის გზით ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვას“ - მირდატ ქამადაძე აუდიტის სამსახურის ფაქტის შესწავლას ითხოვს

ბათუმის საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს და მერიას კანონდარღვევასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს.

საკრებულოს წევრის განმარტებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში  საკრებულომ რამდენიმე თვის წინ სტიქიით დაზარალებული ადამიანებისათვის გამოიყო თანხები კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად, რაც არის კანონდარღვევა და ამომრჩევლის მოსყიდვა.

მირდატ ქამადაძე აუდიტის სამსახურს ფაქტის შესწავლას სთხოვს.

„საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბიუჯეტით განსაზღვრულ კონკრეტულ პროგრამებში და ქვეპროგრამებში შევიდა ცვლილებები. კერძოდ, 8 – 10 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის ახლა ხდება თანხების გამოყოფა. ეს იკრძალება კანონმდებლობით. ხელისუფლებამ თავის დროზე, როდესაც ეს სტიქია მოხდა ყურად არ იღო ამ ადამიანების თხოვნა და არაფერი იმოქმედა ამის გასაკეთებლად, მაგრამ დღეს, როდესაც უკვე წინასაარჩევნოდ გაუჭირდა ქართულ ოცნებას ცდილობს, რომ ამ გზით, კანონის დარღვევის გზით მოახდინოს ამომრჩევლის მოსყიდვა“- აცხადებს ბათუმის სკარებულოს ფრაქცია ენმს თავმჯდომარე მირდატ ქამაფაძე.

დღის ამბები