17 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
„მაღალი დონის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია“ - უცხოელი ექსპერტების დასკვნა ლუგარის ლაბორატიის შესახებ

ლუგარის ლაბორატორია უცხოელმა ექსპერტებმა მაღალი დონის ევროპული სტანდარტების სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიად სცნეს.

მოსკოვის ბრალდების პასუხად, თითქოს იქ ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობა მიმდინარეობს და ასევე ლაბორატორიის მუშაობის გასაცნობად და იმის დასასდგენად, თუ რამდენად პასუხობს დაწესებულება გაეროს კონვენციის სტანდარტებს, თბილისში უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი მოიწვიეს.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცახდებით, ექსპერტებმა ლაბორატორიის გამჭვირვალობა და მარალი სტანდარტები ერთხმად აღიარეს.

„დასკვნა ვიტყოდი, რომ ძალიან პოზიტიურია, ანუ ამ ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც ძალიან მოცულობითი ექპსერტთა ჯგუფი იყო, დაახლოებით, როგორც გითხარით, 23 ადამიანი სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც ერთხმად სთქვეს, რომ საქართველოს ეს ლაბორატორია გახლავთ ძალიან გამჭვირვალე ლაბორატორია. მათ რაც მოითხოვეს, ყველა კუთხე-კუნჭული ნახეს, ყველა დოკუმენტი, ყველა სამეცნიერო პროექტი, რაც იქ მიმდინარეობს. ამიტომ სთქვეს, რომ არის აბსოლუტური გამჭვირვალობა, ანუ ეს არის მაღალი დონის საზოგადოებრივი, ჯანდაცვითი და სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია,“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დღის ამბები