02 ივლისი 2024,   11:03
ვრცლად
ბერინგის ზღვაში რუსეთის საზღვაო ძალების მასშტაბური წვრთნები მიმდინარეობს

ბერინგის ზღვაში რუსეთის საზღვაო ძალების მასშტაბური წვრთნები მიმდინარეობს. მანევრებში ათასობით სამხედრო და კრეისერი მონაწილეობს, რომელთაც ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლია.

საბრძოლო ხომალდები ალიასკასთან ახლოსაა დისლოცირებული. სწავლების ფარგლებში სამხედროებმა რაკეტების საცდელი გაშვება განახორციელეს.

წვრთნების ამსახველი ვიდეო მასალა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

დღის ამბები