დიდთოვლობის გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე უკვე მეორე დღეა, მოძრაობა პარალიზებულია.
გადაადგილება ეკრძალებათ როგორც სატვირთო, ასევე მსუბუქ ავტომობილებს. მგზავრები გზის გაწმენდას ელოდებიან, თუმცა, უხვი ნალექის გამო, ტექნიკის გადაადგილება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
გზის გაწმენდა, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება.
ადგილზე იმყოფებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც ზვავსაშიშროების მონიტორინგს ახორციელებენ.