17 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტში ელიტური კორუფციის გამომწვევი მიზეზებსა და პრევენციის შესაძლებლობებზე ისაუბრეს

აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტში ელიტური კორუფციის გამომწვევი მიზეზებსა და პრევენციის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

საერთაშორისო კონფერენციაში, საქართველოსთან ერთად, ევროპის რამდენიმე ქვეყნის 20-მდე სპეციალისტი მონაწილეობს.

„ვცდილობ, კონტაქტი მქონდეს ქართველ მკვლევარებთან და პროფესორებთან, რათა საინტერესო დისკუსიებით ევროინტეგრაციის საკითხებზე განვიხილოთ შესაძლებლობები, როგორ გავწევრიანდეთ ევროკავშირში. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე შევხვდი სტუდენტებს, სადაც განხილვის თემა იყო ელიტური კორუფციის საკითხები. დოქტორანტთა მიერ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ამ მიმართულებით და ვფიქრობ, ანალიზი, რომელიც გასაჯაროვდება, წინ გადადგმული ნაბიჯები იქნება ევროინტეგრაციის მიმართულებით,“ - აღნიშნა სისხლის სამართლის დოქტორმა, ტუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორმა, ბერნდ თომას ჰაინრიხმა.

სამეცნიერო კონფერენციაზე ევროინტეგრაციის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს. ღონისძიება ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით იმართება.

დღის ამბები