17 ნოემბერი 2024,   07:53
ვრცლად
ერთმანეთის მსგავსი შინაარსის გზავნილები და ადამიანები, რომლებიც არ არსებობენ - ტროლინგი სოციალურ ქსელებში 

ბრჭყვიალა სატყუარათი მოქალაქეების დაჭერას სოციალურ ქსელებში ანუ ტროლინგს ძალიან აქტიურად ცდილობენ საქართველოში. განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, როცა დამკვეთის მიზანია, მოსახლეობისთვის გარკვეულ პოლიტიკურ პროცესზე მისთვის სასარგებლო აზრი შექმნას.

ადამიანი, რომლიც ამაში ფულს იღებს, ქმნის 10 ან 100 ყალბ ექაუნთს facebook-ში და მერე ამ გვერდებით აზიარებს და აკომენტარებს იმ შინაარსის გზავნილებს, რაც დამკვეთისგან მიიღო.

როგორც წესი, ტროლებს ფულს კონკრეტული მესიჯის გავრცელებაში უხდიან. განსაკუთრებით მწვავე პოლიტიკური პროცესების დროს. ქართულ ინტერნეტსივრცეში სპეციალისტებს ტროლების ამოცნობა არ უჭირთ.

სპეციალისტები ყვებიან, რომ პოლიტიკური ტროლინგი საქართვლოში რამდენიმე ფაქტორით ხასიათდება. ამოცნობა რთულია, მაგრამ ქართულ სინამდვილეში მაინც მარტივი. მაგალითად, იმ კონკრეტულ შემთხევაში, რომელიც სამოქალაქოს სექტორის წინააღმდეგ აგორებულ შავ კამპანიას ეხებოდა. ადრესატები მალევე მიხვდნენ, რომ ეს კარგად დაფინანსებული კამპანია იყო და ხელისუფლებისაგან მოდიოდა.

სამოქალაქო სექტორი არ გამორიცხავს, რომ არადეკლარირებულ ფულს ტროლინგისთვის ხელისუფლება ე.წ შავი ყულაბიდან იხდის.

ყველა თანხმდება, რომ მეთოდი რუსულია  და ამას არა მარტო აშშ-ის არჩევნებში სოციალური ქსელებით ჩარევა მოწმობს.

 

 

დღის ამბები